ყაზბეგიდან ლარსის მიმართულებით გზის ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს(+ფოტოგალერეა)

ყაზბეგიდან ლარსის მიმართულებით გზის ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს(+ფოტოგალერეა)

ინტერპრესნიუსის" კორესპონდის მიერ დარიალის ხეობიდან გამოგზავნავნილი ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ ყაზბეგიდან ლარსამდე მიმავალი მაგისტრალის ნაწილი მოწყვეტილი მთის შედეგად დაგროვილმა წყალმა დატბორა და გზის გარკვეული მონაკვეთი საერთოდ აღარ არსებობს. ის წყლით არის დაფარული.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამ დროისათვის მდინარე თერგში წყლის დონემ დაიკლო. თუმცა, მათივე თქმით, თუკი დაგროვილი წყალი გადმოვა, საფრთხე ემუქრება, როგორც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს, ასევე დარიალის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც წყლით დაფარული მაგისტრალის ზონაში მდებარეობს.

ადგილზე მყოფი სპეციალისტები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ თუკი წყალმა ჩამოწოლილი მეწყრული ზონა გაანგრია, საფრთხე ემუქრება ვლადიკავკაზის მოსახლეობასაც. თუმცა, ისინი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივად წყლის დონის ნელ-ნელა კლება საფრთხეს მოხსნის.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ

პირველი ფოტოები დარიალიდან: როგორ გამოიყურება ხეობა მთის მასის მოწყვეტისა და ძლიერი ღვარცოფის შემდეგ (+3 ფოტო)

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია