დარიალის ხეობაში დაკარგულად სულ მცირე 5 ადამიანი ითვლება

დარიალის ხეობაში დაკარგულად სულ მცირე 5 ადამიანი ითვლება

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულად სულ მცირე 5 ადამიანი ითვლება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განუცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, არსებული ინფორმაციით, მეწყერმა 5-მდე ავტომანქანა მოიყოლა.

"მე რამდენადაც მითხრეს, მეწყერმა 4 თუ 5 მანქანა მოიყოლა, შესაბამისად, მინიმუმ 4-5 მძღოლი ითვლება დაკარგულად, თუ არ ვილაპარაკებთ მგზავრებზე, რომლებიც შესაძლოა მათ ჰყოლოდათ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბარში.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ მოვიხსენიოთ გარდაცვლილად, სანამ ადამიანი დაკარგულად ითვლება.

"სანამ ადამიანი ნაპოვნი არაა, მასზე არ შეიძლება ვთქვათ, რომ ისაა გარდაცვლილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ მოვიხსენიოთ გარდაცვლილად. ისინი არიან დაკარგულები და ჩვენ ბოლომდე უნდა გვქონდეს მათი პოვნის იმედი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია