მყინვარწვერის მეწყრის კერასთან მესაზღვრეები განათავსეს

მყინვარწვერის მეწყრის კერასთან მესაზღვრეები განათავსეს

ყაზბეგში მყინვარწვერის მეწყრის კერასთან სადამკვირვებლო მიზნით მესაზღვრეები განათავსეს. ისინი აღჭურვილი არიან შესაბამისი ტექნიკით და ხელახალი მეწყრის შემთხვევაში სტეფანწმინდაში განთავსებულ სამაშველო შტაბს ინფორმაციას მიაწვდიან.

მყინვარზე განთავსებულ მესაზღვრეებს საკვები და შეშა მოუმარაგეს. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, ამ დროისთვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად გრძელდება სამძებრო ოპერაცია.

დარიალის ხეობაში დამეწყრილ სივრცეში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული. ტექნიკის მობილიზება როგორც "დარიალჰესის", ასევე სტეფანწმინდის ტერიტორიიდან სამთო გზების მეშვეობით მოხდა.

პარალელურად მუშაობას განაგრძობენ გეოლოგები. ჯერჯერობით უცნობია მათი დასკვნა, ხელახალი მეწყრის საფრთხის თაობაზე.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია