საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მე-5 კლასელი ბავშვი მანქანით გაიტანა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მე-5 კლასელი ბავშვი მანქანით გაიტანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, მე-5 კლასელ ბავშვს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ჯურკველიძე დაეჯახა.

როგორც სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთო კეჭაყმაძე აღნიშნავს, ბავშვი სკოლის წინ, ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელიც მანქანას ატარებდა, მათთან ხელშეკრულებით მუშაობს. მანქანა კი, არა საპატრულო ეკიპაჟის, არამედ სამსახურებრივია.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ამ წუთებში რეანომობილით ქუთაისში გადაჰყავთ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია