ოჩხამურში ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ოჩხამურში ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, ცოლის მკვლელობაში ეჭმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა განუცხადა.

სოფელ ოჩხამურის რწმუნებულის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას რწმუნებულმა განმარტა, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, დილის 06.00 საათზე მოხდა.

"დილის 7-ის ნახევარზე დამირეკეს და გამაგებინეს, რომ სოფელ ოჩხამურში მკვლელობა მოხდა. მივედი ადგილზე და დამხვდა ასეთი სურათი - 30 წლის რუსუდან ბერიძისთვის ქმარს ყელი გამოუჭრია. ის მრავალშვილიანი დედა იყო და კიდევ ფეხმძიმედ იყო. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი მოხდა", - აღნიშნა როლანდ ბერიძემ. მისივე განმარტებით, ოჯახი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებულია.

ასევე იხილეთ:

მეზობლები: "ნაჯახი ჰქონია კისერში ჩარტყმული" - ორსული ცოლის მკვლელობა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია