ცნობილი იტალიელი მეღვინე, დოქტორი დონატო ლანატი საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსული გახდა. ამის დამადასტურებელი ეგზეკვატურა მას საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გადაეცა.
როგორც ცნობილია, დონატო ლანატი ღვინის კომპანია "ბადაგონის" პარტნიორია და ჯერ კიდევ შარშან საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის და ქართულ მეღვინეობაში გაწეული ღვაწლის გამო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სან-მარინოს საკონსულო დღეს საღამოს 7 საათზე მიღებას მართავს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", რომელზეც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები არიან მიწვეულები.
აღსანიშნავია, რომ სან-მარინოს კონსულის პოსტზე დონატო ლანატიმ ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელიც ამ ქვეყანაში საქართველოს პირველი კონსული იყო.
R