ნარმანიამ მადრიდის "რეალს" კალაძესთან ერთად უგულშემატკივრა - ემოციური ფოტოკადრები

ნარმანიამ მადრიდის "რეალს" კალაძესთან ერთად უგულშემატკივრა - ემოციური ფოტოკადრები

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებისას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ნარმანიამ საყვარელ გუნდს ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად უგულშემატკივრა. როგორც ფოტოებიდან ირკვევა მერობის კანდიდატი ფინალური ანგარიშით კმაყოფილი დარჩა.

შეგახსენებთ, გუშინ ისტორიაში პირველად ერთმანეთის წინაშე ლიგის ფინალში ერთი ქალაქის გუნდებმა ითამაშეს - მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" შეხვდა. თამაში ანაგარიშით 4:1 მადრიდის "რეალის" გამარჯვებით დასრულდა.

გუშინდელი დღე მერობის კანდიდატისთვის სპორტული ემოციებით იყო დარტვირთული. ნარმანია გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოს რაგბის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრასაც კალაძესთან ერთად დაესწრო.

დაძაბულ ბრძოლაში "ლელომ" "არმია" 24:11 დაამარცხა. "ლელომ" ამ გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდს ოქროს მედლები და გამარჯვებულის გარდამავალი თასი გადაეცა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: რეალი-ატლეტიკო 4:1 - "სამეფო კლუბმა" სანუკვარი "დესიმა" მოიპოვა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო