ახალციხეში 45 წლის მამაკაცმა 18 წლის ბიჭის გაუპატიურება აღიარა

ახალციხეში 45 წლის მამაკაცმა 18 წლის ბიჭის გაუპატიურება აღიარა

ახალციხეში შუახნის მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ბრალდებული დაახლოებით 45 წლის მამაკაცია, დაზარალებული კი დაახლოებით 18 წლამდე ასაკის არის. ბრალდებულიცა და დაზარალებულიც ახალციხის მცხოვრებლები არიან.

ბრალდებულს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურული იყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას ბრალი სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც სექსუალური სახით ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ითვალისწინებს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია