მაღაზიათა ქსელი "სმაილი" და "ვითიბი" ბანკი საზოგადოებას 29 მაისიდან განვადების ახალ აქციას სთავაზობენ. მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში, განსხვავებული და საგრძნობლად გამარტივებული პირობებით მიიღონ "ვითიბი" ბანკის უპროცენტო განვადება და შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ამ აქციის ფარგლებში განვადება საყოველთაოდ ხელმისწავდომი ხდება. აქციის პირობების შესაბამისად, ყოველი შევსებული 10 განაცხადიდან 9 დამტკიცდება და განვადებით სარგებლობა უმრავ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ საჭიროა 150-ლარიანი შემოსავალი. აქციის ფარგლებაში მომხმარებელს არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა, ასევე არ მოეთხოვება თანამონაწილეობა.
კომპანია "სმაილის" მმართველი პარტნიორის ტარიელ მაჭავარიანის განცხადებით: "ახალი პროექტის ფარგლებში, კომპანია "სმაილი" 100 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკას განვადების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით გასცემს. ყველა მომხმარებელი, რომელსაც აინტერესებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების - Samsung, Panasonic, Hotpoint/Ariston, Indesit ტექნიკის შეძენა და არ სურს დაკარგოს დრო ან გადაიხადოს ზედმეტი, უნდა მიმართოს "სამილის" ფილიალებს თბილისში, რუსთავში, ბათუმში (ჭავჭავაძის ქ.N31) და ის მარტივად, ერთ წუთში მიიღებს უპროცენტო განვადებას. ასე, რომ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს უკვე შესაძლებლობა აქვს დაფიქრების გარეშე შეიძინოს სასურველი ნივთი, თუნდაც იმ მომენტისთვის ტექნიკის შესაძენად არანაირი თანხა გათვალისწინებული არ ჰქონდეს".
გივი ვადაჭკორია, "ვითიბი" ბანკის საცალო ბიზნესის განვითარების სამმართველოს უფროსი:
- "ვითიბი" ბანკი მომხმარებელს განვადების უნიკალურ შესაძლებლობას სთავზობს. რომელიც პირობების მაქსიმალური გამარტივების შედეგად, გაცილებითი მეტი ადამიანისთვისაა უკვე ხელმისწავდომი. ამ აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეეძლება სასურველი ნივთი ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე შეიძინოს. რადგან მას არც გაცემის საკომისიოს გადახდა და არც თანამონაწილეობა არ მოეთხოვება.
ნათია დოლიძე
R