ირაკლი კოსტავა და გეგა კობახიძე ირაკლი ჩარკვიანის პირადი ფოტოალბომიდან

ირაკლი კოსტავა და გეგა კობახიძე ირაკლი ჩარკვიანის პირადი ფოტოალბომიდან

სოციალურ ქსელში ირაკლი ჩარკვიანის პირადი ფოტოარქივის ორი ფოტო ვრცელდება. პირველ ფოტოზე ირაკლი კოსტავა, ირაკლი ჩარკვიანი და გეგა კობახიძე არიან გამოსახულნი, ხოლო მეორე ფოტოზე მარჯვნიდან პირველი, სათვალით - ირაკლი ჩარკვიანი და მარჯვნიდან მესამე - კოკო გამსახურდიაა.

"ეს ფოტო გადაღებულია ქუთაისში 1983 წელს, სადაც ჩვენ სამხედრო შეკრებაზე ვიყავით ერთად. ფოტოზე ჩემთან ერთად მოჩანან ირაკლი ჩარკვიანი, ალექსანდრე ბარამიძე და ვათა ჯორჯიკია.

რაც შეეხება ზედა ფოტოს, მასზე ირაკლი ჩარკვიანთან ერთად ვხედავთ ირაკლი კოსტავას და გეგა კობახიძეს. ეს უკვე აფხაზეთია, სოფელი ლიძავა ბიჭვინთასთან", - წერს "ფეისბუქში" ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია, რომელიც ფოტოებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო