ივანე მგალობლიშვილის ფერტილობის ცენტრმა დომინანტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს დაუვიწყარი შოუ აჩუქა

ივანე მგალობლიშვილის ფერტილობის ცენტრმა დომინანტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს დაუვიწყარი შოუ აჩუქა

პროფესორ ივანე მგალობლიშვილის ფერტილობის ცენტრმა დომინანტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს დაუვიწყარი შოუ აჩუქა. რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვები ანიმაციური გმირების ფერადი და თავბრუდამხვევი შოუს მონაწილე გახდნენ.

გარდა იმისა, რომ ზაფხულის პირველი დღე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, 1 ივნისს კლინიკა „დომინანტი“ აღნიშნავს სიმბოლურად თავისი ბავშვების იუბილეს . „დღეს იმ ბავშვების დაბადების დღეა, რომლებიც ჩვენი კლინიკის დახმარებით ბუნებრივი განაყოფიერების გზით მოევლინნნ ამ სამყაროს. აქ ბავშვების რამდენიმე თაობა და მათი მშობლები გვყავს მოწვეული. ყველაზე უმცროსი 3 თვისაა, უფროსი კი თერთმეტი წლის. „დომინანტის“ იუბილე ჩემთვის სწორედ ამ ბავშვების სომბოლურ იუბილეს ნიშნავს. ისინი გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე დღეს აქ ხედავთ, რაც მე და ჩემს კოლეგებს უზომოდ გვაბედნიერებს“ - მიმართა მოწვეულ სტუმრებს პროფესორ ივანე მგალობლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროფესორ ივანე მგალობლშვილის ფერტილობის ცენტრი დომინანტი, რომლის ძირითადი საქმიანობა უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობაა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ცენტრია მთელს ევროპაში.

2000 წელს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სწორედ პროფესორ ივანე მგალობლიშვილის მიერ ჩატარდა პირველი ფერტილოსკოპია და მას შემდეგ დღემდე ის რჩება ყველაზე ეფექტურ და შედეგიან პროცედურად უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

სალომე შიხაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი