თელავში მერობის კანდიდატს დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა

თელავში მერობის კანდიდატს დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თელავის მერობის კანდიდატ გიორგი მოსიაშვილს თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე მდებარე არასაპარლამენტო ოპოზიციის ოფისთან დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა. თავდამსხმელმა გიორგი მოსიაშვილისთვის დაზიანების მიყენება ვერ მოახერხა. მოსიაშვილის განცხადებით, მამაკაცი თავს თელაველი ბიზნესმენის შოთა დემინაშვილის დავალებით დაესხა.

შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. გიორგი მოსიაშვილი თელავის N3 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ვარდოშვილის მანქანაში იმყოფებოდა. როგორც ნიკა ვარდოშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მამაკაცმა მოსიაშვილისთვის დაზიანების მიყენება იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მან მანქანა დაძრა.

"მე და გიორგი ჩვენს ოფისთან ვიდექით მანქანით. ამ დროს ვიღაც კრიმინალი მოვიდა და გიორგის დანით მივარდა, მანქანა დავძარი, თორემ სახეზე დაუსვამდა. ეუბნებოდა, შოთას ნუ ახსენებ, თავი განანებო. მომხდარის შესახებ პოლიციას მივმართეთ. როგორც ჩანს, შოთა დემინაშვილის მოგზავნილია", - აღნიშნა ნიკა ვარდოშვილმა.

გიორგი მოსიაშვილის თქმით, მან თავდამსხმელი იცნო და მას უკვე სამართალდამცავები ეძებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია