თურქეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 23 წლის ქართველი ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 23 წლის ქართველი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ ქოჯაელში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის არჩილ გეგიძე ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ გვიან ღამით თურქულმა ინტერნეტ გამოცემებმა გაავრცელეს.

ინტერნეტ გამოცემა www.marasgundem.com-ის ცნობით, ტრაგედია გუშინ საღამოს მაშინ მოხდა, როცა დღიური სამუშაოს შესრულების დროს ახალგაზრდას მოჭრილი ხე დაეცა. უბედური შემთხვევის შემდეგ ორმა ქართველმა მეგობარმა იგი ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე მიიყვანა და გამვლელი მანქანის მძღოლს შველა სთხოვა. მძღოლმა დაშავებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გამოცემა haber.stargazete.com-ის ცნობით, ორ ქართველს, რომელმაც დაღუპული გამვლელ მძღოლს გადასცეს, ამ დროისათვის პოლიცია ეძებს. მომხდართან დაკავშირებით კი სამართალდამცველები უკვე აწარმოებენ გამოძიებას.

გეგიძეს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას თურქეთში. საქმის კურსშია დაღუპულის ოჯახიც. მას საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია