ვანში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვანში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანში დღეს, ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების აფეთქებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, ინციდენტამდე მან სახლის ეზოში უცხო ნივთი შენიშნა, რომელიც შემდგომ დასათვალიერებლად საკუთარ ავტომობილში შეიტანა, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა.

ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე მოკვლევას ვანის რაიონული პოლიცია აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია