"რუსთავი 2"-ს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ყიდულობს?

"რუსთავი 2"-ს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ყიდულობს?

"რუსთავი 2"-ს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ყიდულობს? - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ალია" აქვეყნებს.

"ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება ძმებმა ყარამანაშვილებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. მოლაპარაკებას ძმები, წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე ქართველ და უცხოელ ბზნესმენთან აწარმოებენ და ერთ-ერთი მათგანი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ყოფილა, რომელიც თურმე იმდენად დაინტერესებულა ტელეკომპანიის შეძენით, მზად ყოფილა, რა თანხასაც დაასახელებენ ყარამანაშვილები, ის თანხა გადაიხადოს", - წერს გაზეთი.

ამასთან, როგორც გაზეთი იუწყება, უჩა მამაცაშვილი წარსულში მოსკოვში ბიძინა ივანიშვილის კომპანიების "სტოილენსკაია ნივას" და "მეტალოინვესტის" გენერალური დირექტორი იყო. ის ამჟამად "თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელია (42%). ამ ფონდის დამფუძნებლები არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობარი გიორგი ბაჩიაშვილი (42%) და ლევან ვასაძე (16%).

"ყველამ იცის, რომ ეს ფონდი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა და თავადაც აფინანსებს. მამაცაშვილისა და ბაჩიაშვილის წილების ფაქტობრივი მეპატრონე სწორედ ივანიშვილია, რადგან ფონდში 1 მილიარდი დოლარი სწორედ მან გადარიცხა საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. ლოგიკურად, ივანიშვილთან თანხმობის გარეშე, მამაცაშვილი არ გადაწყვეტდა "რუსთავი 2"-ის ყიდვას. ამ ტელეკომპანიის შეძენა მხოლოდ ბიზნესგადაწყვეტილება არ არის, ეს პოლიტიკური ნაბიჯია და უჩა მამაცაშვილმა, ეს, ბუნებრივია, კარგად იცის.

უჩა მამაცაშვილი თუ მართლა ყიდულობს "რუსთავი 2"-ს, მაშასადამე, ბიძინა ივანიშვილი დაშვებულ შეცდომას ასწორებს და ქართულ ტელესივრცეში "ნაციონალთა" მონოპოლიის დასრულებას აპირებს. ყველაზე ეფექტურ პიარსაშუალებას თუ წაართმევს და ეს სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის კატასტროფა იქნება", - წერს გაზეთის ავტორი.

როგორც გაზეთი იუწყება, მათ ინფორმაციის გადამოწმება უშუალოდ "რუსთავი 2"-ს გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან სცადეს, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.

"ერთადერთი, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან, გიორგი ლაფერაშვილთან დაკავშირება შევძელით. ლაფერაშვილმა უარყო ინფორმაცია ტელეკომპანიის შესაძლო გაყიდვაზე და განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგია", - დასძენს სტატიის ავტორი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები