თბილისში მანქანა აფეთქდა - "მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა"

თბილისში მანქანა აფეთქდა - "მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა"

საწვავის ხარჯების ეკონომიის მიზნით ავტომანქანები მფლობელებს ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ. ეს ტენდენცია ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა ავტომობილებში ბუნებრივი აირის ავზის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟება ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი აირის სისტემის გაუმართაობის შედეგად ავტომობილის აფეთქება მოხდა, 2 დღის წინ, დედაქალაქში დაფიქსირდა. ადგილზე გამოიძახეს სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. საბედნიეროდ, მძღოლი გადარჩა. ინფორმაცია, შემთხვევის ამსახველი ფოტომასალით, TBILISI CARS-ზე გამოქვეყნდა.

"BMW-ში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემის გაუმართაობის შედეგად მოხდა აფეთქება.

მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. აფეთქების ტალღამ ავტომობილს კარების პანელებიც კი ააგლიჯა.

რამდენიმე ვერსია:

1.ბუნებრივი აირის კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა.

2.ბუნებრივი აირის სტანდარტთან შეუსაბამობა, რაც ქვეყანაში საწვავის ხარისხის სავლდებულო კონტროლოს არარსებობის ბრალია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამდენი გაზის გაჟონვას აუცილებლად იგრძნობდა მძღოლი თუ გაზს სპეციალური მკვეთრი სუნის ნივთიერება(ოდორანტი) რომ ჰქონებოდა დამატებული საჭირო რაოდენობით.

3.ავტომობილის გაზზე გადაყვანის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის არარსებობით.

4.ავტომობილებზე უკვე დამონტაჟებულ სისტემებზე სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობით", - იუწყება გვერდი.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ ავტომობილში მეტალობალონის უსაფრთხოდ ჩასამონტაჟებაზე, შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა საქართველოს სატრანსპორტო ფედერაციის პრეზიდენტისგან, შალვა ოგბაიძისგან (იხ.ბმული).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია