თბილისის ზოოპარკში ვეფხვებმა ახალგაზრდები დატორეს - ახალგაზრდები აკრძალულ ტერიტორიაზე შეიპარნენ

თბილისის ზოოპარკში ვეფხვებმა ახალგაზრდები დატორეს - ახალგაზრდები აკრძალულ ტერიტორიაზე შეიპარნენ

თბილისის ზოოპარკში სამი ახალგაზრდა ვეფხვებმა დატორეს. ისინი ზოოპარკში შესვლას უკანონოდ, ახალი გზის მხრიდან ცდილობდნენ. ახალგაზრდები აკრძალულ ტერიტორიაზე შევიდნენ და ვოლიერს მიუახლოვდნენ, რა დროსაც ვეფხვებმა დატორეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებულები თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სამი დაშავებულიდან ორი უკვე სახლშია გაწერილი, მესამე დაშავებულის მდგომარეობა კი, მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ვეფხვმა ერთ-ერთ ახალგაზრდას საკმაოდ მძიმე ჭრილობა მიაყენა.

"დაცვამ გამოიძახა პატრული, შესაბამისად, მოვიდა სამაშველო სამსახურიც, მოვიდა სასწრაფოც და ახალგაზრდები საავადმყოში გადაიყვანეს", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ნახეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია