კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს, ოჯახურ სკანდალში გაეხვა - მსახიობის მეუღლე დაშორების მიზეზებზე

კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს, ოჯახურ სკანდალში გაეხვა - მსახიობის მეუღლე დაშორების მიზეზებზე

ილო ბეროშვილისა ("კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს") და ნელი აგირბას წყვილი ყველასთვის ცნობილია, მათ ოჯახში გაჩენილ ბზარზე კი არაფერი თქმულა, თუმცა სოცილურ ქსელში, ნელიმ საკუთარი მეუღლის გვერდზე, მსგავსი შინაარსის სტატუსი დატოვა:

"რეგისტრირებული ქორწინება არ გვაქვს, რომ რეესტრში შევიტანო განცხადება, ამიტომ აი, ჩემი საჯარო განცხადება: მე და ილო დღეიდან ცალ-ცალკე ვართ! გოგოებო, ვინც სწერდით, რომ თქვენზე იფიქროს ცოლთან ყოფნის დროს, კარგა ხნის წინ შეგეძლოთ უკვე შეგეცვალათ სურვილის ფორმულირება, ახლა კი ჩემგან სრული დაბრო გაქვთ და გაიდლაინიც: ილოს ესექსუალურება გრძელთმიანი, მოტკეცილკაბიანი, სასურველია 25 წლამდე და სასურველია დიდტუჩებიანი გოგოები. ასევე, ვინც უფრო ჭკვიანი იყავით და ეუბნებოდით, რომ მთავარია ოჯახი, თქვენც დაბრო! იმედია, იპოვი იმას, რის და ვის გამოც გიღირს რაღაცეებზე უარის თქმა და სიფრთხილე, და არა ისეთს, ვისაც ყველაფერი აწყობს. დაახლოებით 2 წელი გამოგვივიდა, ესეც საქმეა. სესისთვის კარგი იყო. თუმცა ახლა მიჭირს ვუპასუხო, როცა მეკითხება: მე ხომ მამას ვუყვარვარ, მე ხომ აქ ვარ, რატომ არ მოდის მამა აქ? ძალიან მიყვარდი. ვწუხვარ. იმედია, შევძლებთ ბავშვებისთვის ვიმეგობროთ და იმედია, თავი მალე შეგიხორცდება. მეც მიყვარს ტრაგიზმი, ბავშვების ფული არ დახარჯო!!!", - წერს ილო ბეროშვილის მეუღლე.

"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა

"ვერ ამოძრავებს კიდურებს, ვერ ყლაპავს..." - ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ქუთაისში ნაადრევად იმშობიარა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა