"ნაციონალური მოძრაობის" ბანერზე ცოცხები დაკიდეს

"ნაციონალური მოძრაობის" ბანერზე ცოცხები დაკიდეს

ჩოხატაურში, "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის სარეკლამო ბანერებზე ცოცხები დაკიდეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის გამგებლობის კანდიდატი, გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, ეს ხელისუფლების გაკეთებულია.

"ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება დღევანდელი ხელისუფლების. ჯერ იყო და ჩამოყარეს დაბლა ბანერები და ეს აღიარა გამგებელმა, ახლა ასეთი უმსგავსობა გააკეთეს და დარწმუნებული ვარ, იმავე ადამიანების დავალებით, ვინაიდან, დაახლოებით, ღამის 1:30 ზე გავედი ოფისიდან, წინა შემთხვევიდან გამომდინარე, დავათვალიერე ყველა ბანერი და ისე წავედი. ბანერები განთავსებულია დაახლოებით 6-7 მეტრის სიმაღლეზე. ღამის საათებში როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი? კომუნალური სამსახურის მფლობელობაში არსებული ერთადერთი ე.წ. კალათის დახმარებით ხომ არა? ან სად იყო პოლიცია? თუ გაკვრის დროს 4-5 ჯერ აგვიარ-ჩაგვიარეს, ნუთუ არც ერთ შემთხვევაში არ დაუნახავთ არავინ და არაფერი? აი, ასეთი უმაქნისი და უნიათო ხალხის ხელშია დღეს ჩოხატაური", - აღნიშნა ჩალაგაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია