ქართველი მამაკაცი ბელორუსში თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა - ბორტზე 32 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი

ქართველი მამაკაცი ბელორუსში თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა - ბორტზე 32 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი

ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ქუთაისი-მინსკის თვითმფრინავის გატაცებას აფეთქების მუქარით ცდილობდა. როგორც რუსული მედია წერს, საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მიმართულებით გატაცებას გეგმავდა.

თვითმფრინავის ბორტზე 32 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

"მფრინავების პროფესონალიზმის შედეგად, თვითმფრინავი ბელორუსიის საერთაშორისო აეროპორტ "მინსკში" დაეშვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველეოს მოქალაქესთან, რომელიც 1973 წელს არის დაბადებული, მოლაპარაკება შედგა და ის დათანხმდა თვითმფრინავის ბორტი დაეტოვებინა. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქე სამართალდამცვებს ჩაბარდა.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია