მერაბიშვილი ივანიშვილს მღვდელმთავრების მოსყიდვაში ადანაშაულებს? - მეუფე იობი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

მერაბიშვილი ივანიშვილს მღვდელმთავრების მოსყიდვაში ადანაშაულებს? - მეუფე იობი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

გაზეთი "ასავალ-დასავალი" მეუფე იობთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც მეუფე ციხეში ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

"რამდენიმე ხნის წინ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შევხვდი, ციხეში... ციხეში მივედი, შიგნიდან საუბარი მესმოდა: მერაბიშვილს ეუბნებოდნენ – მამაოები არიან გარეთ და თქვენი ნახვა უნდათო. მე მამაოებთან არ გამოვალო – უპასუხა. მერე უთხრეს, ეპისკოპოსიაო, თუმცა არ უთქვამთ რომელი ეპისკოპოსი. რომ შემოვიდა, შემომხვდა და გაოცებულმა მკითხა – თქვენ რატომ მობრძანდით ჩემთან? თქვენ სხვა ხართ და მე სხვა.

თქვენ კონსერვატიზმს ქადაგებთ და მე კი ლიბერალი ვარო. მე ვკითხე – რას გულისხმობთ ლიბერალიზმში – ამ ლგბტ საზოგადოებას რომ უჭერთ მხარს და უზნეობის დაკანონებას ცდილობთ, ტრადიციების უარყოფისა და იგნორირების ხარჯზე, ესაა თქვენი ლიბერალიზმი-მეთქი? მერე მითხრა – შენ ვის დაუდექი გვერდში – ივანიშვილსო? მე ვუპასუხე, რომ ივანიშვილს დავუდექი გვერდით იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მინდოდა. მერე თქვა, რომ ივანიშვილმა რამდენიმე მღვდელმთავარს ფული გადაუხადა, მოისყიდა, თუმცა თქვენ არ გგულისხმობთ, თქვენ შეგპირდათ, მაგრამ არაფერს შეგისრულებთ, აი ნახავთო.. ჩვენი შეხვედრის და საუბრის შესახებ რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა – ეს აუცილებლად დაწერე, ისტორიული ფაქტიაო. მერაბიშვილს მე ვუთხარი, გავიგე, რომ სადღაც დამიცავით და რატომ მეთქი? არა, ეგ არასოდეს არ მოხდებოდა და თქვენს მხარეზე არასოდეს დავდგებოდიო. მაშინ ჩემამდე ტყუილი ინფორმაცია მოვიდა და ისიც, ალბათ, თქვენი მომხრეების მხრიდან-მეთქი..

თვალს ვერ მისწორებდა, აქეთ-იქით იხედებოდა.. ბოლოს წამოვარდა, ერთი კი მითხრა, გმადლობთ რომ მობრძანდითო და წავიდა. გამოსვლისას კი ვუთხარი, რომ თავის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა. ახალაია, მერაბიშვილისგან განსხვავებით, საღად აზროვნებს. მითხრა, რომ ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულები და გვქონდა შეცდომებიო. ციხეში წავიღე ორი სამაჯური, რომლებზედაც ეწერა "ესეცა წარვალს". მერაბიშვილმა არ გამომართვა.

ისიც მითხრა, ID ბარათებთან დაკავშირებით ხალხს რატომ ატყუებთო? მე კი ვუთხარი, რომ ეს ჩვენი რწმენის საკითხია და ამაზე იოანე ღვთისმეტყველიც ბრძანებს, რომ ვისაც ანტიქრისტეს ბეჭედი არ ექნება, ის ვერც ვერც იყიდის და ვერც გაყიდის – მეთქი. თუ თქვენ ეს გწამთ, მაშინ მე პატივს ვცემ თქვენს სარწმუნოებასო. მერე მკითხა, ვინაა იოანე ღვთისმეტყველიო? არ იცით ვინაა-მეთქი? არა, არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენსო. ვუთხარი, იგი ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფეა - მეთქი. არც გამიგიაო.. მართლმადიდებელი ხართ-მეთქი? ჩემი რწმენა ეს ისეთი საკითხია, რომ ამაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებო, წამოვარდა და გაიქცა. ახალაიამ კი ეს სამაჯური გამომართვა", - ამბობს მეუფე იობი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?