ვანში 60 წლამდე მამაკაცს ყური მოაჭრეს და დააუთოვეს

ვანში 60 წლამდე მამაკაცს ყური მოაჭრეს და დააუთოვეს

ვანში 60 წლამდე მამაკაცს ყური მოაჭრეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მამაკაცს ყური მოაჭრეს და დააუთოვეს.

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, სადაც ყაჩაღობის ფაქტი არ დაადასტურეს, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, ხანშიშესულ მამაკაცს სხეულის დაზიანება აქვს მიყენებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დამატებით დეტალებს სამინისტრო გამოძიების ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია