თელავში "სტარიჩოკა" ჩაცხრილეს

თელავში "სტარიჩოკა" ჩაცხრილეს

თელავში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, 35 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის გელა ორველაშვილის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი წარსულში ნასამართლევი არჩილ მაისურაძეა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზად 12 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამო შურისძიება სახელდება.

"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიებას კახეთის პოლიციის სამხარეო სამმართველო აწარმოებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია