ნუგზარ წიკლაური ყვება, თუ როგორ აპირებდა პოლიციასთან 100 კაციანი ჯგუფი მის ცემას

ნუგზარ წიკლაური ყვება, თუ როგორ აპირებდა პოლიციასთან 100 კაციანი ჯგუფი მის ცემას

წიკლაური: დაგვხვდა 100-კაციანი ჯგუფი, რომელთაც პოლიციაში შესვლისას ჩვენზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ. ფიზიკური თავდასხმის მცდელობა იყო, მაგრამ ეს არ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში

ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს გიგა ბოკერიასა და ნუგზარ წიკლაურს დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" წიკლაურმა განუცხადა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელსა და რუხში ორ უბანში შედეგები არ არის ხელსაყრელი ხელისუფლებისთვის და ამიტომ აჭიანურებენ ოქმზე ხელის მოწერას სხვადასხვა ფორმით. ამას ახალსოფლის უბანზე დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები ზუგდიდის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

"მე და გიგა ბოკერია მოვედით ზუგდიდის პოლიციაში, რადგან ჩვენი მონაცემებით, იქ ჩვენი რამდენიმე დამკვირვებელი იყო დაკავებული. გვაინტერესებდა, რა იყო მათი პოლიციაში გადმოყვანის მიზეზი. ადგილზე დაგვხვდა 100-კაციანი ჯგუფი, რომელთაც პოლიციაში შესვლისას ჩვენზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ. ფიზიკური თავდასხმის მცდელობა იყო, მაგრამ ეს არ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ჩვენ შემოვედით პოლიციის შენობის ეზოში. ახლაც გარეთ არიან. ერთ-ერთი თავდამსხმელი არის საშა მოლაშხია, ზუგდიდის რაიონში ფოსტის უფროსი დავით სორდია და ფოსტის გენინსპექციის უფროსი – თანამდებობის პირი, რომლებიც ამ თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას", - განაცხადა წიკლაურმა.

ნახეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია