"შესაძლოა, პატრიარქს გადადგომა აიძულონ!" - ბასილ მკალავიშვილი სინოდის წევრებს შორის "საშინელ დაპირისპირებაზე" საუბრობს

"შესაძლოა, პატრიარქს გადადგომა აიძულონ!" - ბასილ მკალავიშვილი სინოდის წევრებს შორის "საშინელ დაპირისპირებაზე" საუბრობს

გაზეთი "ასავალ-დასავალი" ბასილ მკალავიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც რესპოდენტი აცხადებს, რომ "საქართველოს პატრიარქს ძალით ვერავინ გადააყენებს, თუმცა შესაძლოა, პატრიარქს გადადგომა აიძულონ".

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ბასილ მკალავიშვილი ბოლო სინოდის შემდეგ გავრცელებულ ხმებს, რომლის თანახმად პატრიარქის გადაყენება იგეგმებოდა, რესპოდენტი პასუხობს:

"დიდი სჯულის კანონის თანახმად, ვიდრე ცოცხალია, პატრიარქის გადაყენება არავის ძალუძს!.. ეს ეხება როგორც წმინდა სინოდს, ისე საერო ხელისუფლებას. თუ პატრიარქი დაუძლურებულია, არ შეუძლია დამწყემსოს სასულიერო იერარქია თუ ერი, მაშინ მას შუეძლია, გადადგეს და მოსაყდრედ დანიშნოს რომელიმე ეპისკოპოსი."

ამავე ინტერვიუში მკალავიშვილი სინოდის წევრებს შორის "საშინელ დაპირისპირებაზეც" საუბრობს:

- პატრიარქმა ყველაზე უკეთ არ იცის, რომ სინოდის წევრებს შორის საშინელი დაპირისპირება და არეულობაა გამეფებული? კატეგორიულად ვაცხადებ – დღევანდელი სინოდი ხელისუფლებას უფლის სახელით ევაჭრება და იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა ქრისტე, ამათ "ანტისკრიმინაციული კანონის" მხარდაჭერის სანაცვლოდ, 30 მილიონი მიიღეს! დიახ, 30 მილიონად გაყიდეს მართლმადიდებლობა! პატრიარქის გადადგომა-არგადადგომის შესახებ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უწმინდესს ძალით ვერავინ გადააყენებენ, მაგრამ შეიძლება, გადადგომა აიძულონ", – განუცხადა მკალავიშვილმა გამოცემას.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?