თბილისში ბიძამ 3 წლის გოგონა ბლაგვი საგნით მოკლა

თბილისში ბიძამ 3 წლის გოგონა ბლაგვი საგნით მოკლა

საზარელი მკვლელობა თბილისში -  ქინძმარაულის ქუჩაზე, ბიძამ მცირეწლოვანი დისშვილი, 3 წლის გოგონა ბლაგვი საგნით მოკლა, რის შემდეგაც თვითმკლელობა სცადა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

როგორც ტელევიზია იტყობინება, მეზობლების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის ამ დროისათვის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც უკვე გაუკეთდა ოპერაცია. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის უკიდურესად მძიმეა. პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდება ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია