აჭარაში 21 წლის ახალგაზრდა დაიკარგა. სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა ახალშენში მცხოვრებ ბექა გოგიტიძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკარგულის მამამ ოთარ გოგიტიძემ განუცხადა, მისმა შვილმა 16 ივნისს სარფის საბაჟო 17:50 საათზე გადმოკვეთა და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.
ოთარ გოგიტიძის თქმით, მისი შვილის შესახებ სანათესაოში არავინ არაფერი იცის და არც ბექა დაკავშირებია ვინმეს. როგორც დაკარგულის მამა აცხადებს, ის უკვე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის სამმართველოში და სამართალდამცველები უკვე საქმის კურსში ჩააყენა.
ოთარ გოგიტიძის ოჯახი ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში გასული წლის 7 აგვისტოს დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს, რომლის პოვნაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.