თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ქალი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ქალი გარდაიცვალა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები მუშაობენ.