ზურაბ ჟვანიას რძალი: "ორი ძმა ვერაგულად მომიკლეს!"

ზურაბ ჟვანიას რძალი: "ორი ძმა ვერაგულად მომიკლეს!"

"ერთ ჩემს მეგობარს სერიოზულად მოსწონდა ზურა... გამოუტყდა, ძალიან მიყვარხართო"

"ზურა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სააკაშვილს გარკვეულ ბარიერს უქმნიდა"

ნინო შარაშიძე:

- ქალბატონო ნინო, მოგვიყევით, როგორ გაიცანით ზურაბ ჟვანია.

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ჩემს მეგობარს სერიოზულად მოსწონდა ზურა. როცა გამიმხილა, გამიკვირდა, თუმცა, ძალიან თანავუგრძნობდი. მახსოვს, 1992 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო და მაკამ ზურას ოფისში დარეკა. რა თქმა უნდა, არ დააკავშირეს, უთხრეს, არ სცალიაო. ჩემმა მეგობარმა მდივანს უთხრა, ნანა ვარ დევდარიანიო და ამ ილეთმა გაჭრა. შემდეგ გამოუტყდა, ნანა კი არა, მაკა ვარ და თქვენ ძალიან მიყვარხართო. ზურამ უპასუხა, - დიდი მადლობა, ახლა არ მცალია და არჩევნების შემდეგ დამირეკეთო. მაკამაც დარეკა არჩევნების შემდეგ, - გამარჯობა, ბატონო ზურაბ, სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, ის ვარო. ზურამ ბევრი იცინა. შესანიშნავი იუმორი ჰქონდა. მაკა პარალელურად, სახლშიც რეკავდა ზურასთან. ზურა სახლში არ ხვდებოდა და რამდენჯერმე გოგლასთან მოუხდა საუბარი. მაკამ მასაც გაუზიარა თავისი გრძნობების შესახებ და გოგლამ ურჩია, "მწვანეებში" შედი და იქ უკეთ გაიცნობ ზურასო. ჩვენც გავხდით "მწვანეები" და ასე მოვხვდი ზურას გვერდით.

***

- ცნობილია ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპრემიერი მოკლულია. ვის და რატომ უნდა მოეკლა იგი?

- რატომ? ზურა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სააკაშვილს გარკვეულ ბარიერს უქმნიდა. სააკაშვილი იძულებული იყო, მისთვის ანგარიში გაეწია. სააკაშვილს და მის გუნდს ზურა ბევრ რამეში უშლიდა ხელს. ჩვენ მის სიცოცხლეშივე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გარემოცვაში მიდიოდა საუბრები ზურას მოცილებაზე. ზურა ნამდვილად მოკლეს... მახსოვს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ზურას მეგობრებად მოიაზრებოდნენ, თვითონ ჰყვებოდნენ, მკვლელობის შემდეგ როგორ მუშაობდნენ სხვადასხვაგვარი ჭორისა და ვერსიის გავრცელებაზე. პირდაპირ აძლევდნენ დავალებებს - სად, ვისთან და როგორ უნდა მოეყოლათ შეთხზული ისტორიები. ამაზე მუშაობდა მიშა სააკაშვილის მთელი სისტემა. ეჭვგარეშეა, რომ ეს მკვლელობა იყო.

***

- მეუღლის მსგავსად, მანამდე თქვენც დაკარგეთ ძმა...

- ჩემი ერთადერთი ძმა, კახა 22 წლის ასაკში სამმა ადამიანმა სრულიად უაზროდ გამოასალმა ქუჩაში სიცოცხლეს - 1991 წლის 22 ივნისს, დოლიძის ქუჩაზე დანა დაარტყეს გულში (სიგარეტზე მოუხდათ შელაპარაკება).

საოცარი იყო, რომ წლების შემდეგ ჩვენს ოჯახში იგივე ტრაგედია გამეორდა და ზურას სახით, მეორედ, ასევე ვერაგულად მომიკლეს ძმა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?