მსოფლიო კინოინდუსტრიამ მოსკოვის კინოფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა - ქართული გამოხმაურება

მსოფლიო კინოინდუსტრიამ მოსკოვის კინოფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა - ქართული გამოხმაურება

პოლიტიკურმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ ასახვა ჰპოვა მოსკოვის 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებაზეც - 747 ფილმი ჩვენებიდან მოხსნეს. ამის შესახებ კინოფესტივალის პრეზიდენტმა ნიკიტა მიხალკოვმა განაცხადა.

"ფესტივალი არ კვდება. პრობლემები ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს უკავშირდება. ზოგი ფრთხილობს, ზოგსაც ეშინია. ეს ყველაფერი ფესტივალზე აისახა, ვერ დავმალავ. უცნაურიც იქნებოდა, მთელს რუსეთზე რომ ასახულიყო და კინოფეტივალზე - არა", - აღნიშნა მიხალკოვმა.

მიხალკოვის თქმით, კინოფეტივალზე ფილმები 61-მა ქვეყანამ წარადგინა - სულ 397 მხატვრული ფილმი, თავდაპირველად კი 1144 ფილმი გაიგზავნა.

"ეს არც ისე ცუდია, ბოლოსდაბოლოს", - ამბობს მიხალკოვი.

ამ ამბავს ქართველი კინოკრიტიკოსების გამოხმაურებაც მოჰყვა. გოგი გვახარია "ფეიბუქის" პირად გვერდზე მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორია.

"და ამ დროს ქართველი რეჟისორი, თავისთავად კარგი ფილმის ავტორი (ცუდი ფილმის ავტორს ესენი არც მოიწვევდნენ ასეთ სიტუაციაში) თანხმდება იყოს პუტინ-მიხალკოვის ფესტივალის ჟიურის წევრი:(

შეიძლება თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ეს ფაქტი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამის გამო დიდხანს არაფერი ეშველება ჩვენს კინოს", - წერს გვახარია.

ფესტივალის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფომაციით, ეს ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება