"გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო" - ინტერნეტით დაწყებული დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

"გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო" - ინტერნეტით დაწყებული დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

ამბავი დაუჯერებელი ჩანს, თუმცა, არც ჰოლივუდური ფილმის სცენარია და არც - ლამაზი ზღაპარი. აკაკი შალამბერიძემ და თეონა სხირტლაძემ ერთმანეთი სამი წლის წინ სოციალური ქსელით გაიცნეს. აკაკი ხონში ცხოვრობს. სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში გაიწვიეს. ერთი თვეში შინ უნდა დაბრუნებულიყო, რომ უბედური შემთხვევა მოხდა - სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მას შემდეგ ეტლში ზის...

სამი წლის წინ თეონამ ინტერნეტში მოთხრობა წაიკითხა და კრიტიკული კომენტარი დაურთო. ავტორმა მალევე უპასუხა და კამათით დაწყებული ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. ერთი წელი სწერდნენ ერთმანეთს, მაგრამ აკაკის გოგონასთვის არაფერი უთქვამს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო.

თეონა სხირტლაძე: - ძალიან მიკვირდა, რომ არ მთხოვდა, შევხვდეთო. ამიტომაც მისი ამბის გაკითხვა დავიწყე და ყველაფერი შევიტყვე. ალბათ, ფიქრობდა, როცა მის საიდუმლოს გავიგებდი, ურთიერთობას შევწყვეტდი. ჰოდა, ავდექი და ხონში ჩავაკითხე. თავიდან, ალბათ, ფიქრობდა, რომ მებრალებოდა, მაგრამ 3 წელი გავიდა და მზად ვარ, მთელი ცხოვრება მის გვერდით გავატარო... ჩემს ახლობლებს არ სჯეროდათ, რომ ეტლში მჯდარი ბიჭი შემიყვარდა. დრო გავა და დაივიწყებსო, ამბობდნენ, მაგრამ ახლა დარწმუნდნენ, რომ ცდებოდნენ. ვიცი, ლამაზ ოჯახს შევქმნი. თითქმის ყოველდღე ტელეფონით და "სკაიპით" ვსაუბრობთ. ახლა მინდა, ხონში ვიშოვო სამსახური და იქ გადავიდე საცხოვრებლად. როცა მასთან ჩავდივარ, წიგნებს მიკითხავს, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ფეხბურთს, ვთამაშობთ სამაგიდო გასართობ თამაშებს. ხანდახან მგონია, როცა მასთან ვარ, მხოლოდ მაშინ ვცხოვრობ.

- აკაკიმ მითხრა, რომ მისი მუზა და ცხოვრების სტიმული შენ ხარ...

- თუ ასეა, ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც რაღაც ახალს წერს, ჯერ მე მიკითხავს. მისი ნაწერები ერთ წიგნად შევკარი და მეგობრების დახმარებით, წიგნად გამოვეცი. წიგნის პრეზენტაცია თბილისში და ხონში გაიმართა.

აკაკი შალამბერიძე: - ძალიან გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო.

- იმ ტრაგიკული დღის გახსენება, ალბათ, გიმძიმს...

- ეს უბედურება რომ მოხდა, იმავე დღეს გამიკეთეს სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ... ცოტა ხნის წინ რამდენიმე ქვეყნის კლინიკაში გავგზავნეთ ჩემი დიაგნოზი და მომივიდა პასუხი, რომ ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია, სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე