ბათუმში ნაცემი "ნაციონალის" ფოტოები ვრცელდება

ბათუმში ნაცემი "ნაციონალის" ფოტოები ვრცელდება

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ტეტემაძეს სამმა პირმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ განუცხადა, ლევან ტეტემაძეს ვიღაცამ დაურეკა, სახლიდან გამოიყვანა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

"ჩვენ არ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ 3 ადამიანი იყო, რომლებიც გაიქცნენ. პოლიცია მუშაობს და იმედია, სიმართლეს დაადგენენ", - აცხადებს კირთაძე.

მისივე ინფორმაციით, ტეტემაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და თავზე გამოკვლევები უტარდება.

აღნიშნულ ფაქტს "ფეისბუქით" ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე და ნაცემი ტეტემაძის ფოტოებს აქვეყნებს.

"უუნაროებო!... მიმიფურთხებია თქვენი სტატისტიკისთვის!", - ასე მიმართავს ხაჩიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და შს სამინისტროს.

იხილეთ ასევე: "ნაცემი ნაცები": ფიზიკური ანგარიშსწორების სახადი "ნაციონალებისთვის" - ვინ იქნება შემდეგი?

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო