10 წესი, რომელსაც ქართველი "ქლაბერი" ვერ ითვალისწინებს

10 წესი, რომელსაც ქართველი "ქლაბერი" ვერ ითვალისწინებს

აქ შეიძლებოდა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის ვიკიპედიადან დაკოპირება, მაგრამ უკეთესია მარტივი 10 წესი დაიწეროს, რომელსაც კვირაში ერთხელ ვიღაც-ვიღაცეები (შენ არა, შენ უკვე "ძააან გასული ქლაბერი" ხარ) თავს შეახსენებენ.

1. ფესტივალი ზეიმია - ეს არის მიზეზი დაივიწყო შენი ბოსის გაბრაზებული სახე, დედის გადამეტებული მზრუნველობა, კრედიტები ბანკებში და ყველაფერი, რაც პრობლემას გიქმნის.

2. პრე-ფართი ყოველთვის კარგია - შეიკრიბეთ და თუ აქამდე არა (ვერა) "გახურებისას" მაინც მოუსმინეთ არტისტებს, რომ იცოდეთ, სად ხვდებით

3. მიზეზი არის ყოველთვის - როგორც არ უნდა მოინდომო, აუცილებლად გამოჩნდება მიზეზები (ტაქსის მძღოლი ბევრს ლაპარაკობს, შესასვლელში რიგია, ცივა/ცხელა), რომელიც ხასიათს გაგიფუჭებს, თუ ეს გიქმნის პრობლემას, მაშინ დარჩი სახლში.

4. ყველა VIP ვერ იქნება - ისწავლე პატივისცემა - გადაიხადე ბილეთის ფული და ნუ შეეცდები რიგში წინ გაძვრე,- ეს ადამიანებიც ზუსტად ისევე არიან მოსულები გასართობად, როგორც შენ. შევლენ და შეხვალ.

5. სიარული - ვიცით, რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანი დღეა. უნდა ნახო, გადაკოცნო, გაცვალოთ ეს "მაგიური" ფრაზები: "რას შვებიი?" "რავი შეეეენ?" "აუ რააავი..". ფესტივალზე ხმა ისედაც ძალიან მაღალია და მითუმეტეს წინა რიგებში, ამიტომ ნუ აწუხებ ადამიანებს dance floor-ზე სიარულით.

6. "ბოდიში და ღიმილი გრეხი არაა" - არაა და მორჩა! (იხ. პირველი პუნქტი)

7. პოტენციური პარტნიორები - გოგო, რომელიც მარტო ცეკვავს დენსფლორზე აუცილებლად არ ითხოვს "შებმას" და ბიჭი მარტო იმიტომ არ გიყურებს რომ შებმა უნდა!

8. ალკოჰოლი მატყუარაა - ჯერ ერთი სალაპარაკოდ ისედაც ყვირილი გიწევს, მეორეც - უკვე დათვერი და მესამე - იმაზე სიმპათიური "ნაღდად" არ ხარ ვიდრე შემოსვლისას იყავი.

9. მადლობა - აქ დამლაგებელი, დაცვა, ტექნიკური თუ არტ პროდიუსერი იმისთვისაა, რომ შენ კარგად იყო. ნუ ილანძღები, მოგვეცი რჩევები!

10. და ბოლოს, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია: ka.wikipedia.org

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი