ზვიადაურის ახლობლებმა 27 წლის გიორგი ქისტაურს სახე დაუსერეს

ზვიადაურის ახლობლებმა 27 წლის გიორგი ქისტაურს სახე დაუსერეს

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი ქისტაური 21 ივნისს მდინარე ილტოზე საბანაოდ იმყოფებოდა. მასთან მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურის ახლობლები მივიდნენ და ქისტაურს სახეზე დაზიანებები მიაყენეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია თავდამსხმელთა ზუსტი ვინაობა, თუმცა მათთან დაკავშირება საინფორმაციო ცენტრმა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

გიორგი ქისტაურს სამედიცინო დახმარება ახმეტის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს. საავადმყოფოს დირექტორის გია უძილაურის განცხადებით, ქირურგმა პაციენტს სახეზე ჭრილობები დაუმუშავა, დანიშნულება მისცა და ამბულატორიული წესით მკურნალობა დაუნიშნა. უძილაურის თქმით, ქისტაურმა ექიმებს უთხრა, რომ დაზიანებები ხიდიდან ჩამოვარდნის დროს მიიღო, თუმცა ახმეტის საავადმყოფოდან პოლიციას შეტყობინება მაინც გაუგზავნეს. პოლიციას ამ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

შეგახსენებთ, გიორგი ქისტაური ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა 2013 წლის 1 იანვარს, ახმეტაში, დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის გამო დააკავეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია