გლდანში 33 წლის მამაკაცი საკუთარ დაბადების დღეს ტრაგიკულად გარდაიცვალა

გლდანში 33 წლის მამაკაცი საკუთარ დაბადების დღეს ტრაგიკულად გარდაიცვალა

გლდანში, 33 წლის გოდერძი გურჩიანის გარდაცვალებას უბედურ შემთხვევას უკავშირებენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გოდერძი გურჩიანი ბიძაშვილის სახლში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. მან მოგვიანებით მეგობრებთან და ბიძაშვილებთან ერთად, სახლის ეზოში გადაინაცვლა, სადაც ახალგაზრდები ლუდს სვამდნენ და იარაღს ათვალიერებდნენ. არსებული ინფორმაციით, გურჩიანის მეგობარს იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც გურჩიანი გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გოდერძი გურჩიანი სამთავრობო დაცვაში მუშაობდა, მოგვიანებით კი – ერთ-ერთი ობიექტის დაცვის თანამშრომელი იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, გურჩიანის მეგობარი, 1978 წელს დაბადებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია