რესტორნების ქსელი "ჭაშნაგირი" მომხმარებელს საკუთარ ქსელში საფირმო კერძებთან ერთად, ახლა უკვე პრემიუმ კლასის საფირმო ლუდსაც სთავაზობს.
გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული, ჩამოსასხმელი ლუდი "ჭაშნაგირის" დაგემოვნება ლუდის გურმანებს ექსკლუზიურად მხოლოდ "ჭაშნაგირის" რესტორნების ქსელში შეუძლიათ.
"მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მოგვეხარშა ქართული ლუდი და "ჭაშნაგირის" რესტორნებში მოსული სტუმრებისთვის ჩვენივე სახელობის, ექსკლუზიური ლუდი შეგვეთავაზებინა, რომელიც ნამდვილად მაღალი ხარისხის იქნება და მუდმივად შეინარჩუნებს ამ ხარისხს", - განაცხადა რესტორნების ქსელი "ჭაშნაგირის" დამფუძნებელმა მამუკა ჩირგაძემ.
ამასთან, თეთრი ფერის, გაფილტრული ლუდი "ჭაშნაგირი" გერმანიაში, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა გერმანულ ლუდებთან შედარებით, "ჭაშნაგირის" ფასი ყველა ფენის მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
რესტორნების ქსელი "ჭაშნაგირი" 2012 წელს დაარსდა. დღეისთვის ქსელ სამ რესტორანს ფლობს, რომელთაგან ორი თბილისშია განთავსებული, ერთი კი ნატახტარში. "ჭაშნაგირის" რესტორნები მომხმარებელს ძირძველი, ქართული ტრადიციებით, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებულ კერძებს სთავაზობს. გამოცდილი და პროფესიონალი მზარეულები ყველა კერძს სპეციალურ ბუხრებში, მხოლოდ წალამზე ამზადებენ და მომხმარებელს თავად შეუძლია ადევნოს თვალი, როგორ მზადდება "ჭაშნაგირის" უგემრიელესი კერძები.
ქართველ და უცხოელ გურმანებს "ჭაშნაგირის" რესტორნებში მყუდრო და სასიამოვნო გარემო დახვდებათ, სადაც ყოველდღიურად გელით ცოცხალი მუსიკა და ქართული ცეკვების პროგრამა.
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას კი "ჭაშნაგირის" რესტორნებში მისულ ფეხბურთის ქომაგებს საყვარელი ნაკრებების მატჩების ყურება და გულშემატკივრობა დიდ ეკრანებზე უკვე საფირმო ლუდ "ჭაშნაგირთან" ერთად შეუძლია.
R