ტეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი, რომელიც ტელევარსკვლავად სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემდეგ იქცა, ქმარს დაშორდა, - ამის შესახებ ჟურნალი "სარკე" იუწყება, რომელიც ჩორგოლაშვილთან ინტერვიუსაც აქვეყნებს.
გამოცემასთან საუბარში თაკო იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც მისი და მისი მეუღლის, კალათბურთელი რეზი დიდიას ახლადშექმნილი ოჯახი წელიწადნახევარში დაანგრია.
"ჩვენი დაშორება ძალიან მტკივნეული იყო და ეს ბუნებრივიცაა, თუმცა მგონია, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ამიტომ გულისტიკივი დღეს აღარ მაქვს. ალბათ ასე იყო საჭირო და ტყუილად არასოდეს არაფერი ხდება", - ამბობს თაკო ჟურნალთან ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს ცივილურად დაშორდნენ, ინიციატივა კი თავად თაკოს ეკუთვნოდა.
დაგაინტერესებთ:
ვისთან ერთად გაემგზავრებოდა თაკო ჩორგოლაშვილი უკაცრიელ კუნძულზე


