გიორგი მარგველაშვილი გადადგომას აპირებს?

გიორგი მარგველაშვილი გადადგომას აპირებს?

გიორგი მარგველაშვილი გადადგომას აპირებს? - ამ სათაურით სტატიას გაზეთი "ალია" აქვეყნებს, რომელშიც ავტორი ლევან ვასაძისა და გიორგი მარგველაშვილის ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების ვერსიაზე საუბრობს.

"შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაძაბული საუბრის შემდეგ, როცა საკითხი მოწმის სასამართლოში დაკითხვას ეხებოდა, მარგველაშვილმა პრინციპულობა გამოიჩინა და თქვა, რომ ეს კანონი უნდა ამოქმედებულიყო, სხვა შემთხვევაში, ის პრეზიდენტობიდან გადადგებოდა. როგორც ვნახეთ, მან თავისი ვერ გაიტანა. მუქარა, მუქარად დარჩა. მას შემდეგ პრეზიდენტს იმდენი უფლებები მოუხსნეს, პრეზიდენტობა ფორმალობის ზღვარსაც სცდება, მაგრამ ისიც იგრძნობა, რომ ივანიშვილთან დაპირისპირებიდან გასული დროის შემდეგ, სულაც აღარ ეტყობა რომ უსუსურია და დამოუკიდებელი მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. რატომ უნდა გადადგეს ასეთ შემთხვევაში? შეიძლება იქნებ მას ისეთი კომპრომატი დაუდეს, რომ წასვლას აიძულებენ? ეს მხოლოდ ვარაუდია და დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ რადგან დაიწყო საუბრები პრეზიდენტის ვადამდე ადრე გადადგომის შესახებ, შესაძლოა, ეს რეალობასთანაც იყოს ახლოს. ამ ნაბიჯს როდის გადადგამს პრეზიდენტი, ან გადადგამს თუ არა, ეს ალბათ დამოკიდებული იქნება შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე",  - წერს გამოცემა.

"წინ 27 ივნისია, საქართველო ხელს აწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ დელეგაციაში პრეზიდენტი "მოტეხილია", თუმცა ასოცირების ხელმოწერასთან დაკავშირებულ დაგეგმილ კონცერტზე, მოსახლეობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიმართავენ. ნაკლები შანსია, პრეზიდენტი დათქმულ დღეს სიტყვით არ გამოვიდეს და არ გაიზიაროს სახელმწიფოს სიხარული, თუმცა მის გარშემო შეიმჩნევა კონკრეტულ ძალთა გააქტიურება, რომლებიც არ წარმოადგენენ "ქართულ ოცნებას". ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაარწმუნებენ მარგველაშვილს, რომ იფიქროს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე, არ გადადგას დაუფიქრებელი ნაბიჯი და არ დატოვოს პრეზიდენტის პოსტი", - დასძენს სტატიის ავტორი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?