ტყეში დაკარგულმა ტურისტმა სავარაუდოდ, გერმანელი ექსპერტის ცხედარი აღმოაჩინა

ტყეში დაკარგულმა ტურისტმა სავარაუდოდ, გერმანელი ექსპერტის ცხედარი აღმოაჩინა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაკარგულმა სამხრეთ-აფრიკელმა ტურისტმა ტყეში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მაშველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი შესაძლოა, რამდენიმე კვირის წინ, ამავე პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტი ჰანს ჰოეფლე იყოს.

სამხრეთ აფრიკელი ახალგაზრდა მამაკაცი ეროვნულ პარკში, ბორჯომში, ლიკანის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდა, ტურისტი ტყეში დაიკარგა და 2 დღის შემდეგ ბაღდათის ტერიტორიაზე გამოვიდა. ტურისტი აცხადებს, რომ ტყეში მამაკაცის ცხედარი ნახა, თუმცა კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზე აღმოაჩინა ცხედარი, ვერ ასახელებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ვრცლად

ტელეკომპანია ბორჯომი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია