რა გაასინჯა ნინო შუბლაძემ ნინო თოლორდავას ბრიუსელში

რა გაასინჯა ნინო შუბლაძემ ნინო თოლორდავას ბრიუსელში

ტელეჟურნალისტ ნინო თოლორდავასთვის მოგზაურობა და დასვენება ერთმანეთთან ასოცირდება. სხვადასხვა ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა საოცნებო პარიზი ჯერ არ უნახავს და გეგმავს, საფრანგეთში უახლოეს მომავალში ჩავიდეს. გათხოვების შემდეგ 6 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გააცნობიერა, რომ ყველაზე კომფორტულად თავს საქართველოში გრძნობს. როგორია ნინო მოგზაურობისას, თავად მოგვიყვება.

- მოგზაურობა აზარტივითაა. პირველად როდის გაემგზავრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

- პირველად სად წავედი, აღარ მახსოვს. რასაკვირველია, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ადათი, წეს-ჩვეულება იმდენად საინტერესოა, რომ მოგზაურობაც მიყვარს, მაგრამ ეს ჩემთვის პანაცეა არ არის. მე უფრო მეტად მოგზაურობასა და დასვენებას ვაიგივებ. როცა საინფორმაციო სამსახურში მუშაობ და ბევრ უარყოფით ინფორმაციას იგებ, ერთი სული გაქვს, როდის მოვა აგვისტო, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად წახვიდე. თვეში ერთხელ საზღვრებს გარეთ წასვლა არ მინდება. არ მიყვარს, თუნდაც ორი-სამი დღით სადმე წავიდე იმ მიზეზით, რომ საზღვრებს გავცდე. მიყვარს ამ ყველაფრის კარგად დაგეგმვა.

ჩემი ცხოვრების რვა წელი მოსკოვში გავატარე, გათხოვების შემდეგ იქ გავემგზავრე, ჩემი მეუღლე იქ ცხოვრობდა და საქმიანობდა, შვილიც იქ შეგვეძინა. 18 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში გადავედი, იქ დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის განხრით, მუშაობაც მოვასწარი და შემდეგ თბილისში დავბრუნდით.

არ ვარ კოსმოპოლიტი, რომელიც ყველა ქალაქს მოერგება. მოსკოვი ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ რომ ვიყავი, თბილისში მინდოდა, აქ რომ ვარ, მოსკოვში სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ - არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მეგაპოლისი თუ პატარა ბელგიური ქალაქი ბრიუგე. ვერ მოვშორდები ჩემს სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს.

- როგორც მოსკოვში მცხოვრები, ცნობილი სანახაობების გარდა, რის დათვალიერებას ურჩევდი იქ ჩასულთ?

- წითელი მოედანი და მსგავსი ტურისტული ზონები დიდად არ მხიბლავს. ჩემთვის მოსკოვი არის დიდი თეატრი. იქ რომ შეხვალ, სანამ სპექტაკლი დაიწყება, უკვე ბედნიერი ხარ და ასე დამემართა პირველად შესულს. პეტერბურგის ხსენებისას ერმიტაჟი, ნევის პროსპექტი მახსენდება, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მხოლოდ ეს, რადგან როგორც კი ამ ქუჩას გასცდები, სხვა ქუჩებს ცივილიზაციის ნიშანწყალი არ ეტყობა, გარეუბნებს ვგულისხმობ. ასეთივე მდგომარეობაა მოსკოვშიც, მაგრამ იქ უფრო ნაკლებად, ვიდრე პეტერბურგში, თუმცა ცენტრი არაჩვეულებრივია, სადაც თავი ზღაპარში მეგონა. დანარჩენი ქუჩები ახლოსაც ვერ მოვა თბილისის ქუჩებთან...

- სხვა ქალაქებზე რას იტყვი, რუსეთის გარდა, სადაც ნამყოფი ხარ?

- საქმიანი ვიზიტით გახლდით ბრიუსელში და ეს ქალაქი ძალიან მომეწონა. ზოგადად, დასვენება და მოგზაურობა უფრო მეტად მიყვარს ცხელ ადგილებში, სადაც არის აუზი, სიცხე, მზე, წყალი, ბრიუსელში კი ნატოს შტაბ-ბინაში ვიყავი სხვა ჟურნალისტებთან ერთად, თან ნოემბერში, როდესაც საკმაოდ ციოდა. არაჩვეულებრივი ქალაქი დამხვდა, ვიყავი სულ ხუთი დღე, მაგრამ უდიდესი ემოციებით დავბრუნდი საქართველოში. ნატოს შტაბბინა ძალიან მასშტაბურია და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად ქალაქის ცენტრი, პატარა თუ დიდი ქუჩები, ძალიან ევროპულია. სასტუმროდან დაღლილი გავდიოდი ხოლმე ხან კოლეგებთან ერთად, ხან - მარტოც ღამე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. არ მეყო ის დღეები და ვფიქრობდი, უკან როდის დავბრუნდები-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები