ბორჯომის პარკში გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის პარკში გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომის ტყე-პარკში საძიებო-სამაშველო ღონისძიება აწყურიდან ბაღდათის მიმართულებით, ახალ მარშრუტზე, 26-27 ივნისს ჩაატარეს. მდინარე ლაიშურას ხეობის დეტალური დათვალიერებისას გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი ხევში აღმოაჩინეს.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოში გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით იმყოფებოდა.

ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება "112"-ში შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საძიებო-სამაშველო სამუშაოები იმავე დღეს დაიწყეს. გერმანელი მეცნიერის ცხედარი 27 ივნისს იპოვეს. ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია