კიევის ევრომაიდანზე გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის ოჯახმა დახმარება ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდიდან მიიღო

კიევის ევრომაიდანზე გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის ოჯახმა დახმარება ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდიდან მიიღო

კიევის მაიდანზე განვითარებული სისხლიანი მოვლენების დამთავრებისთანავე კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ყოველი გარდაცვლილის ოჯახის დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოყო. დღეისთვის მთლიანი დახმარება გაცემულია. "ცის ასეულის" გმირთა შორის, როგორც მათ დაარქვეს კიევში, საქართველოს ორი მოქალაქეა: დავით ყიფიანი და ზურაბ ხურცია. ხურციას დედამ რუსუდანმა ამ დღეებში ექს-მერისგან 10 000 დოლარი მიიღო, ხოლო დავითის ოჯახმა იგივე თანხა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო.

«ის, რაც კიევში მოხდა, იყო უკრაინელი ხალხის გმირობა, რომელმაც თავისი სისხლის ფასად გააძევა ქვეყნიდან მკვლელი და კორუმპირებული მთავრობა, რომელსაც თავისი ხალხი სძულდა.

უფრო მეტად ღირებულია ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობას იღებენ არა უკრაინის მოქალაქეები, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებმაც ათასობით კილომეტრი გაიარეს იმისათვის, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოდან კიევში და იდგნენ ევრომაიდანზე, სადაც ყოველ საათს სნაიპერები კლავდნენ მომიტინგეებს. ეს გმირობაა, და ამას შეაფასებს ისტორია... ამ ადამიანების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ყოფილი საბჭოთა კავშირის თავისუფალი ქვეყნების ისტორიაში, - განაცხადა კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინტერვიუში, რომელიც მან საკუთარი საქველმოქმედო ფონდ "სოციალური პარტნიორობის" პრეს-ცენტრს მისცა.

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი 2 წლის წინ საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც ქალაქ ქობულეთში სახლი ააშენა და ცხოვრობს იქ საკუთარ ოჯახთან ერთად.

ცოტა ხნის წინ ლეონიდ ჩერნოვეცკის 5 თვის ბავშვი ქრისტიანად მონათლა და ამასთან დაკავშირებით მან ქობულეთის მაცხოვრებლებისთვის უფასოდ დიდი კონცერტი და საზეიმო ფეიერვერკი მოაწყო. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა - ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი