მდინარე ვერეში ავტომანქანა გადავარდა

მდინარე ვერეში ავტომანქანა გადავარდა

მდინარე ვერეში ავტომანქანა გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მას შემდეგ, რაც ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, მძღოლი ავტომანქანიდან უკვე გადმოსული იყო.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია