4 ფოტო თბილისში მომხდარი ავარიის შემთხვევის ადგილიდან - BMW-ს და "მარშრუტკის" შეჯახებისას 10 ადამიანი დაშავდა

4 ფოტო თბილისში მომხდარი ავარიის შემთხვევის ადგილიდან - BMW-ს და "მარშრუტკის" შეჯახებისას 10 ადამიანი დაშავდა

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ავარიის დროს 10 ადამიანი დაშავდა. როგორც Ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, გორგასლის ქუჩაზე, აზერბაიჯანის საელჩოსთან ერთმანეთს BMW-ს მარკის მანქანა და თბილისი-რუსთავის სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში გადაჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან სამართალდამცავები. მომხადარზე დაწყებულია მოკვლევა.

სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა.

ნახეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია