შენობის ჩამონგრევას 47 ადამიანი ემსხვერპლა - პოლიციამ სამშენებლო კომპანიის მენეჯერი და ინჟინერი დააკავა

 შენობის ჩამონგრევას 47 ადამიანი ემსხვერპლა - პოლიციამ სამშენებლო კომპანიის მენეჯერი და ინჟინერი დააკავა

ინდოეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"როიტერის" ცნობით, 11-სართულიანი მშენებარე შენობა ინდოეთის სამხრეთით გასული კვირის ბოლოს ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოინგრა.

ადგილობრივი პოლიციის ოფიცირის განცხადებით, ამ დროისთვის გადარჩენილად 27 ადამიანი ითვლება. მისივე თქმით, უცნობია კონკრეტულად, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ჩამონგრევის დროს.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამშენებლო კომპანიის მენეჯერი და ინჟინერი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია