"ალტას" ახალი შოურუმი "თბილისი ცენტრალში" გაიხსნა

"ალტას" ახალი შოურუმი "თბილისი ცენტრალში" გაიხსნა

3 ივლისს "თბილისი ცენტრალის" მესამე სართულზე, "ალტას" ახალი შოურუმი გაიხსნა. ეს "ალტას" რიგით მეცხრე შოურუმია.

ობიექტის გახსნას "ალტას" მენეჯმენტმა სპეციალური აქცია მიუძღვნა - 1 კვირის განმავლობაში ახალ შოურუმში მომხმარებლები ყველა სახის ტექნიკაზე სპეციალური ფასებით ისარგებლებენ.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ "თბილისი ცენტრალში" პროდუქციის განლაგება სრულიად ახალი კონცეფციით მოხდება და სპეციალურ კუნძულოვან სტენდებზე იქნება წარმოდგენილი. "ალტა მუდამ ცდილობს მომხმარებელს სასურველი ტექნიკის შეძენისას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. პროდუქცია განლაგებული იქნება ზონების მიხედვით. ნებისმიერი სახის ტექნიკა ჩართულ მდგომარეობაში იქნება, რაც უფრო მოსახერხებელს გახდის ტენიკის დათვალიერებას და მომხმარებელს საშუალებას მისცემს სასურველი პროდუქცია ადგილზე გამოსცადოს", - აცხადებენ ალტაში.

ალტა მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ოფიციალურ ჰოლოგრამიან ტექნიკას სთავაზობს. ალტას, თბილისი ცენტრალის შოურუმში ტელევიზორების, სმარტფონების, ტაბლეტების, ნოუთბუქების, ციფრული კამერების, აქსესუარების და საოფისე ტექნიკის ფართო არჩევანი იქნება.

კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ სპეციალური ფასების გარდა მომხმარებელი ალტას შოურუმში მიმდინარე აქციებითაც ისარგებლებს - "Samsung-ის ტელევიზორის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 300 ლარამდე სასაჩუქრე ბარათს - Champion’s Card-ს, HP-ის ნოუთბუქებზე ბრენდ აქსესუარებს (HP-ის მაუსი და ყურსასმენები) მიიღებს საჩუქრად", - აცხადებენ ალტაში.

ალტას ახალ შოურუმში თხუთმეტი ადამიანი დასაქმდა. მომხმარებლებს სასურველი ნივთის შეძენა ყოველდღე 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ. ალტას შოურუმში მომხმარებელი ადგილზე შეძლებს "თიბისი ბანკის", "საქართველოს ბანკის",  "ბანკი რესპუბლიკას", "ლიბერთი ბანკის," "ტაოპრივატბანკის" და "ვითიბი ბანკის" განვადებებით სარგებლობას.

რაც შეეხება კომპანიის უახლოეს გეგმებს, ზაფხულის განმავლობაში "ალტა" მომხმარებლებს არაერთ სიურპრიზს და წამახალისებელ აქციას შესთავაზებს.

"ალტა" კომპიუტერული და გონიერი ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. "ალტას" მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. "ალტას" მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი