გაზეთი "ქრონიკა +" პატიმარ ჯიმშერ ჩაჩიბაიასთან სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც რესპოდენტი უმძიმეს თემებზე საუბრობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ციხეში ხდებოდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
- მოშიმშილეებს კეტავდნენ კარცერში მეოთხე სართულზე, რომლის არსებობას გამორიცხავდა სად-ის ყოფილი თავმჯდომარე, ღურწკაია. ღამის საათებში არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებს პანღურებით ყრიან, შეძახილებით: დეპარტამენტი მოვიდა. მირეკავდნენ ადმინისტრაციაში, საცოდავი გეი-პატიმრები ზ. და მ. სირბილით ისწორებდნენ კოლგოტებს, მაკიაჟს და შემდეგ საყვედურობდნენ - აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ! თავისუფლების მოყვარული ე.წ. ქათმები, რომლებმაც მონურ შრომაზე უარი განაცხადეს, აიძულეს ჯერ კარცერში ასულიყვნენ, შემდეგ ადმინისტრაციის აგენტმა, სახელად "დვადცატკამ", ისინი თავიანთ საკანში შეუშვა.
არობელიძისა და ღურწკაიას მონები გადაიყვანეს ე.წ. ბურში, ორი მათგანი დღეს უკვე განთავისუფლებულია. თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ღურწკაიამ და არობელიძემ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შეურაცხყონ პატიმრების ღირსება. ღურწკაიამ და არობელიძემ ნებართვა მისცეს ყოველ საღამოს და ღამე გეი-პარადების ჩატარებაზე. იყო ასეთი მომენტი, როცა მინი-იუბკაში გადაცმული, შავი კოლგოტებით, პომადით ტუჩებზე, კოსმეტიკით სახეზე არატრადიციული ორიენტაციის პატიმარი გამომწვევი ყვირილით, მარტის კატასავით დარბოდა ეზოში, ფანჯრების ქვეშ. ამის შემყურე ასაკში შესული პატიმრები პირჯვარს იწერდნენ და იფურთხებოდნენ. გამოუცდელი ახალგაზრდობა, წლების განმავლობაში მოწყვეტილი მანდილოსანთა საზოგადოებას, დაუკმაყოფილებელი სურვილით უყურებდნენ ასეთ საოცრებას და ტრაბახობდნენ, "მე გუშინ მასთან ვიყავი".
ყველა საფერფლეში ეყარა ნახმარი პრეზერვატივები. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ვიცეპოლკოვნიკმა განაცხადა, რომ საცოდავი არატრადიციული ორიენტაციის ბიჭები ღამის განმავლობაში 17 მამაკაცს ემსახურებიან. ყველაფერს ამას ღიმილით უყურებდა რეჟიმის უფროსი, ამჟამად პირველი მოადგილე რეჟიმის დარგში თემურ ოქროპირიძე, თავისი საყვარელი სამორიგეოდან. ჩვენ ვართ მხილველები, რომ ერთ-ერთი უფროსი ოფიცერი, გაჟღენთილი ფსიქოტროპულებით, მიდიოდა ასეთ პირთან ცარიელ საკანში. ძნელი წარმოსადგენი არის, რომ ახალგაზრდა ბიჭს, თუნდაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდეს, ფიზიოლოგიური მოთხოვნა ჰქონდეს, ან მოსწონდეს ღამის განმავლობაში 17 მამაკაცის დაკმაყოფილება. უფრო საფიქრებელია, რომ ესენი არიან მსხვერპლები სექსუალური ექსპლუატაციის. მათ აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ბინძურ ორგიებში...
ოფიცრებსა და კონტროლიორებს ღორებივით სძინავთ ერთ ლოგინში პატიმრებისთვის წართმეულ საკანში, სადაც დგას ამჟავებული საჭმლის, გაურეცხავი ჭურჭლის, დაუბანელი ტანის, გაურეცხავი ტუალეტის საშინელი სუნი. რა გასაკვირია, რომ მათ აქვთ ჭიები და ქეციანი ძაღლებივით სცვივათ თმა (რეჟიმის უფროსი თემურ ოქროპირიძე). ლოგინისა და თეფშების გარდა, ჯალათებს ჰყავთ საერთო "ცოლები". მთელი ციხე ერთობოდა ბრძოლით წესების გარეშე, როდესაც თანამშრომელმა-ქმარმა დირექტორის მოადგილეს კაბინეტში შეუსწრო თავის ცოლს, საინტერესო მდგომარეობაში, შიშველი ცოლი აშველებდა ბრძოლას! ცოლი-ესტაფეტა გადავიდა ახალი დირექტორის ხელში.