ისეთი საყოფაცხოვრებო, ნახევრადსაყოფაცხოვრებო და სამრეწველო მოწყობილობის შეძენა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მომხმარებლისათვის თვის ბოლოს ნაკლებ გადასახადსაც ნიშნავს. დღეს მსოფლიოში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო სფეროებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიების გამოყენება სულ უფრო მოთხოვნადი და პრაქტიკული ხდება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინანსურ ეკონომიას და ხარისხს აქვს. "საგა იმპექსი" თავს სწორედ ასეთი პროდუქციით იწონებს. ენერგოეფექტურობა, ეკონომიურობა და ხარისხი თავდაპირველადვე კომპანიის პრიორიტეტები იყო და დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. "საგას" პროდუქცია მომხარებლის ყველა სეგმენტს აკმაყოფილებს. ის გათბობის, ცხელი წყალმომარაგების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და დისტრიბუტორია. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური Ariston, EMMETI, DAB, AERMEC, ფრანგული ATLANTIC, არგენტინული Longvie, თურქული DEMIRDOKUM და სხვ. პარტნიორების და მომწოდებლების სია დღეისთვის 40-ზე მეტი კომპანიისაგან შედგება. მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად მაღაზიათა ქსელ "საგას" მასშტაბები სულ უფრო იზრდება და ვითარდება. კომპანიის სავაჭრო ობიექტების ქსელი აერთიანებს მაღაზიებს თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანიას აქვს თავისი სერვის ცენტრი, რომელიც მომხმარებელს პროექტირებას, მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს.
2014 წლის პირველ ივლისს ელიავაზე, მაღაზიათა ქსელ "საგა"-ს კიდევ ერთი სავაჭრო წერტილი გაიხსნა.
შოურუმში წარმოდგენლია ცნობილი ცენტრალური გათბობის ქვაბები, მზის სისტემა, გამაფართოვებელი ავზები, იტალიური და თურქული რადიატორები, წყლის ტუმბოები - ყველაფერი რაც გათბობა-ცხელიწყალმომარაგებისთვის გჭირდებათ.
მაღაზიაში თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალი პერსონალი და სასიამოვნო გარემო.
R
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE Ariston, EMMETI, DAB,AERMEC