ხარაჩოდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ხარაჩოდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში, ხარაჩოდან გადმოვარდნილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გიორგი კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, პაციენტს აქვს ქალა-ტვინის ღია ტრავმა და სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები. მისივე თქმით, ტრავმები სერიოზულია და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა.

"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მამაკაცს ტრავმა აქვს მიღებული სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის, მუცლის ღრუს, ნევროვიზუალიზაცია, რის შედეგადაც დამტკიცდა, ქალა-ტვინის ღია მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა მძიმე ხარისხის, სუბარაქნოიდარული სისხლჩაქცევა, მცირე ზომის ჰემატომა მარჯვნივ თხემის არეში. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და უტარდება ინტენსიური მკურნალობა. ტრავმა სერიოზულია. წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია", - აღნიშნა გიორგი კიკაბიძემ.

დღეს, ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის ხარაჩოდან მამაკაცი 4 მეტრამდე სიმაღლიდან გადმოვარდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია