ZARA-ში სეზონური ფასდაკლება დაიწყო

ZARA-ში სეზონური ფასდაკლება დაიწყო

დღეს, 4 ივლისს, ZARA-ს ორი ოფიციალური მაღაზია თბილისში სეზონურ ფასდაკლებას იწყებს. მომხმარებლები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დღეისათვის ZARA–ს ბრენდი მსოფლიოს 88 ქვეყანაში, 2000-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი. საქართველოში ZARA-ს პირველი მაღაზია 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხნა. 2013 წლის მაისიდან კი ქართველი მომხმარებლებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის, საყვარელი ბრენდის კიდევ ერთი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო გალერეა "რუსთაველის 42"-ში განთავსდა.

ZARA როგორც INDITEX ჯგუფში შემავალი ბრენდი, საქართველოში AlHokair ჯგუფის მიერაა წარმოდგენილი, რომელიც INDITEX-ის ექსკლუზიური პარტნიორია რეგიონში. ჯგუფში შემავალი ექვსი ბრენდი ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear საქართველოს ბაზარზე ასევე 2012 წლიდან ფუნქციონირებს.

4 ივლისიდან სეზონური ფასდაკლებით სარგებლობა მომხმარებელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის მაღაზიაში შეეძლება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი